საბა მახარაძის ახალი გამოცდილება სტელენბოშიდან
ახალგაზრდა ქართველი რეფერი საბა მახარაძე სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოშში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების..

მსგავსი ღონისძიება სტელენბოშში ყოველ წელს იმართება და იქ მსოფლიო რაგბის სელექტორების მიერ შერჩეულ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მსაჯებს იწვევენ, რომელთაც სამომავლოდ მსოფლიო რაგბის მსაჯებად მოიაზრებენ. ქართველი მსაჯებიდან აღნიშნულ აკადემიაში აქამდე სწავლება თორნიკე გვირჯიშვილმა და ნიკა ამაშუკელმა გაიარეს.
24 წლის საბას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. დიდი 10-ის მატჩების გარდა, მან უკვე მოასწრო მოედნის მსაჯად 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და რაგბი ევროპის ალაფის მატჩებზე მოედნის მსაჯად მუშაობა. უახლოეს ორ წელიწადში მას არაერთი გამოწვევა ელის, რის შემდეგაც საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო დონის რეფერი ეყოლება.
სტელენბიშში გატარებულ დღეებსა და სამომავლო გეგმებზე საბა მახარაძე გვიყვება:
„7-დან 13 აპრილის ჩათვლით მიწვეული ვიყავი სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სტელენბოშში მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების სამსაჯო აკადემიაში, სადაც ჩატარდა ე.წ. „ვორკშოპები“ და სემინარები. ასევე, იყო თამაშები, შემდგომში მათი განხილვა, ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მსოფლიო რაგბის 15-კაცა სამსაჯო მენეჯერი ალან როლანი, ასევე, მსოფლიო რაგბის ტალანტების აღმოჩენის მენეჯერები და სელექტორები ჯონი ლეისი და ემი პერეტი. ჯონი ლეისი წელიწადნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა პირადად ჩემს მსაჯობას და თამაშებს, აქტიურად იყო ჩართული ჩემს მენეჯერებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სამსაჯო აკადემიაში მიმიწვიეს“.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






