საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი […]

აპრ. 30, 2025 - 10:27
 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow