აშშ-ს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
ისრაელში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე დიპლომატიურ უწყებას ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არ შეუძლია. „უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ გასცა განკარგულება, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო მოხელე და მათი ოჯახის წევრები საკუთარ სახლებში და მათ მახლობლად მომდევნო მითითებამდე დარჩნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული […] The post აშშ-ს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს appeared first on .

ისრაელში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე დიპლომატიურ უწყებას ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არ შეუძლია.
„უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ გასცა განკარგულება, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო მოხელე და მათი ოჯახის წევრები საკუთარ სახლებში და მათ მახლობლად მომდევნო მითითებამდე დარჩნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებისა და ისრაელის ზურგის სარდლობის გათვალისწინებით, აშშ-ის საელჩო ისრაელში სამშაბათს, 17 ივნისს დაკეტილი იქნება. ეს ეხება იერუსალიმსა და თელ-ავივში არსებულ საკონსულო განყოფილებებსაც. პასპორტების და საზღვარგარეთ ბავშვის დაბადების საკონსულო მოწმობების გაცემა (სასწრაფო ან ჩვეულებრივი წესით) არ იწარმოება. მოცემული დროისთვის აშშ-ის საელჩოს ისრაელიდან ამერიკელების ევაკუაცია არ შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში.
The post აშშ-ს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს appeared first on .
What's Your Reaction?






