“სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა” – კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელე წერს, რომ გაათავისუფლეს

მოქალაქე ნოე მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 21-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან. მეგრელიშვილი ამბობს, რომ იქამდე, სამსახურის შესანარჩუნებლად, გაჩუმება მოსთხოვეს. “ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა. სამინისტროში 21 წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, […]

ივნ. 6, 2025 - 01:57
 0
“სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა” – კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელე წერს, რომ გაათავისუფლეს

მოქალაქე ნოე მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 21-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან. მეგრელიშვილი ამბობს, რომ იქამდე, სამსახურის შესანარჩუნებლად, გაჩუმება მოსთხოვეს.
“ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა. სამინისტროში 21 წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი. როგორც ჩანს ჩემი პასუხი არ მოეწონათ. ისე კი, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ალბათ, ამის გამო ჩემ შვილებს ბევრი რამ მოაკლდებათ, სამაგიეროდ არც სარკეში და არც მათ თვალებში ჩახედვის შემრცხვება, როდესაც ვასწავლი რა არის ადამიანობა, ქრისტიანობა, ღირსება, მეგობრობა და ქართველობა. მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში!”, – წერს ნოე მეგრელიშვილი.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მათი დიდი ნაწილი თავს პოლიტიკური ნიშით რეპრესიის ობიექტად აღიქვამს.
საჯარო მოხელეთა დევნა დაიწყო გასული წლის ბოლოს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომელსაც სამოქალაქო სექტორში პოლიტიკური წმენდის ინსტრუმენტად აფასებენ.
გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა შექმნეს პროფკავშირი, თუმცა ორგანიზაციის ოფიციალურად რეგისტრაციას უკვე თვეებია, ვერ ახერხებენ.
ამავე თემაზე:
· “კუდიანებზე” ნადირობა?- რატომ ცვლის „ოცნება“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს
· „ყველაფერი ბრუნდება 20 წლის უკან“ – როგორ დაარღვია „ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმებაც

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow