საპროტესტო აქცია ისრაელში მძევლების გათავისულების მოთხოვნით

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.  დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზაში დარჩენილი 59 მძევალი სახლში ერთიანი შეთანხმების ფარგლებში დააბრუნოს. ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ღაზის სექტორში რჩება 24 მძევალი და 35 დაღუპული მძევლის ცხედარი. ამჟამად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებების გამო ჩიხშია შესული. „ჰამასი“ ითხოვს გარანტიებს იმის შესახებ, რომ ბოლო მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს და გაიყვანს თავის ჯარებს ღაზის სექტორიდან. ისრაელი კი მოითხოვს „ჰამასის“ სრულ განადგურებას ღაზაში.

აპრ. 20, 2025 - 16:57
 0
საპროტესტო აქცია ისრაელში მძევლების გათავისულების მოთხოვნით

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.  დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზაში დარჩენილი 59 მძევალი სახლში ერთიანი შეთანხმების ფარგლებში დააბრუნოს.
ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ღაზის სექტორში რჩება 24 მძევალი და 35 დაღუპული მძევლის ცხედარი. ამჟამად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებების გამო ჩიხშია შესული.
„ჰამასი“ ითხოვს გარანტიებს იმის შესახებ, რომ ბოლო მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს და გაიყვანს თავის ჯარებს ღაზის სექტორიდან. ისრაელი კი მოითხოვს „ჰამასის“ სრულ განადგურებას ღაზაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow