“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია

სააგენტო "პარალელი" “წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება: “ე.წ. კობახიძის წერილი, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილია, პირველ რიგში არის საცოდაობა. წერილის დამწერი თავს საცოდავად აჩვენებს. წერილი სასოწარკვეთის გამოხატულებაა. სულ მცირე ნოემბრიდან, ტრამპის არჩევიდან, ანუ ნახევარი წლის განმავლობაში, ბიძინა ცდილობს ტრამპთან მისასვლელი გზა მონახოს, ის კი […] “წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია პარალელი

მაი. 15, 2025 - 09:27
 0
“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია

სააგენტო "პარალელი"
“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება:

ე.წ. კობახიძის წერილი, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილია, პირველ რიგში არის საცოდაობა. წერილის დამწერი თავს საცოდავად აჩვენებს.

წერილი სასოწარკვეთის გამოხატულებაა. სულ მცირე ნოემბრიდან, ტრამპის არჩევიდან, ანუ ნახევარი წლის განმავლობაში, ბიძინა ცდილობს ტრამპთან მისასვლელი გზა მონახოს, ის კი არაფრად აგდებს. წყინს ბიძინას და ამოხეთქა.

„მეგობარი აქტიც“ კონგრესში მაინც გავიდა. მხოლოდ სასწაულის იმედი დარჩა: იქნებ დონალდს გონება გაუნათდეს და სენატის მიერ მის მიღებამდე რაღაცნაირად გააჩეროს.

წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს.

დაბოლოს, წერილი უბადრუკობაა ინტელექტუალურად. ბიძინას მართლა სჯერა ზღაპრების „დიფ სტეიტზე“ და მისთანებზე, რასაც კობახიძის და სხვათა პირით ყოველდღე გვიყვება.

ამ წერილით ბიძინა უნდა შეგვეცოდოს. მაგრამ საცოდავს დავუძახებთ თუ უბადრუკს, მის ხელში კი ვრჩებით“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ ახერხებს” – გია ნოდია
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow