შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებამდე ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს. “მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა”, – აცხადებენ შსს-ში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

მარ. 5, 2025 - 00:57
 0
შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებამდე ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს.
“მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა”, – აცხადებენ -ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow