„სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა“ – თიბისი კაპიტალი
“სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული,”- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მარტში სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. რაც შეეხება რესტორნებს, ამ სეგმენტში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში […]


“სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული,”- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მარტში სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
რაც შეეხება რესტორნებს, ამ სეგმენტში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში.
bp.ge
What's Your Reaction?






