"საფრანგეთის ნაკრები პსჟ-ის მსგავსად ვერ ითამაშებს, რადგან კვარაცხელია.." - დიდიე დეშამი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პსჟ-ის მსგავსი გუნდივით ვერ ითამაშებს. მისი თქმით...

ივნ. 12, 2025 - 16:27
 0
"საფრანგეთის ნაკრები პსჟ-ის მსგავსად ვერ ითამაშებს, რადგან კვარაცხელია.." - დიდიე დეშამი
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პსჟ-ის მსგავსი გუნდივით ვერ ითამაშებს. მისი თქმით, განსხვავება იმაშია, რომ პსჟ-ში ბევრი უცხოელი მოთამაშეა, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია და ჰაკიმი, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან.

დეშამის აზრით, ეროვნული ნაკრები და კლუბი განსხვავებულ კონცეფციებს ემყარება, რის გამოც საფრანგეთის ნაკრები ვერ გაიმეორებს პსჟ-ის წარმატებას ერთი-ერთში.

"საფრანგეთის ნაკრები პსჟ-ის მსგავსად ვერ ითამაშებს, რადგან კვარაცხელია, ვიტინია და ჰაკიმი ფრანგები არ არიან", - განაცხადა დეშამმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow