“საქართველოს ბაზარზე შემოსვლით 3 ჩინური ბანკია დაინტერესებული” – ირაკლი მეზურნიშვილი
“საქართველოს ბაზარზე შემოსვლით 3 ჩინური ბანკია დაინტერესებული” – ირაკლი მეზურნიშვილი მე როგორც ვიცი, 3 ჩინური ბანკი საქართველოს ბაზარზე შემოსვლით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საპატიო თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა და საქართველოს მოსახლეობამ მეტი ფინანსური პროდუქტი მიიღოს, რაც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი […]


“საქართველოს ბაზარზე შემოსვლით 3 ჩინური ბანკია დაინტერესებული” – ირაკლი მეზურნიშვილი
მე როგორც ვიცი, 3 ჩინური ბანკი საქართველოს ბაზარზე შემოსვლით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საპატიო თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა და საქართველოს მოსახლეობამ მეტი ფინანსური პროდუქტი მიიღოს, რაც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
გარდა ამისა, ირაკლი მეზურნიშვილის ცნობით, საქართველოში ჩინური საგადახდო სისტემების ჩაშენებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას ჩინეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან საკმაოდ კარგი შეხვედრები ჰქონდა. აღნიშნული საკითხის გარდა, როგორც ვიცი შეხვედრაზე საუბარი იყო საგადახდო სისტემების ჩაშენების საკითხზე, რაზედაც რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა მიდის და ამ კუთხით ჩვენ სულ მალე გადავდგამთ ნაბიჯებს.
შესაბამისად, ასეულობით ათასი და მილიონობით ტურისტის პოტენციალზეა საუბარი, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩინეთში “ტრენდში” ჩაჯდება. ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა პოპულარული გახდა. რა თქმა უნდა, ამას სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებამ და ჩვენმა წარმატებულმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო”, – აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.
What's Your Reaction?






