“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი" “მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ, ასევე მიესალმება საკრებულოებში პარტიის წევრების პოზიციას და აქტივობებს: “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ოლიგარქიული დიქტატურის კორუფციის საჯარო მხილება ადგილებზე. ჩვენმა წევრებმა საკრებულოებში არაერთხელ აჩვენეს პირადი გმირობა და თავდადება და მე ამას განსაკუთრებით ვაფასებ. […] “მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

აპრ. 25, 2025 - 06:27
 0
“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ, ასევე მიესალმება საკრებულოებში პარტიის წევრების პოზიციას და აქტივობებს:

ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ოლიგარქიული დიქტატურის კორუფციის საჯარო მხილება ადგილებზე.

ჩვენმა წევრებმა საკრებულოებში არაერთხელ აჩვენეს პირადი გმირობა და თავდადება და მე ამას განსაკუთრებით ვაფასებ. ასევე დღესაც, ჩვენ ვჩანვართ ყველაზე პრინციპულ ძალად.

გუშინდელ პოსტზე გამოხმაურებების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, დიქტატურას არ გამოუვა ხელის ფათური საქართველოს ყველა დროის ყველაზე გაუტეხელი პარტიის შიდა საქმეებში.

მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით.

ვიცი როგორ უჭირთ ჩვენი პარტიის წევრებს, ვინაიდან სწორედ მათზე გადადის დიქტატურის მხრიდან მთავარი წნეხი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება საქართველოს და თითოეული თქვენგანის სასიკეთოდ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow