საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტამდე მზადების პროცესს ამხანაგური მატჩებით იწყებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი...

მაი. 17, 2025 - 17:27
 0
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტამდე მზადების პროცესს ამხანაგური მატჩებით იწყებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის პირველი საკონტროლო შეხვედრის თარიღი და მეტოქე უკვე ცნობილია.

4 აგვისტოს, იურმალაში, ქართველები ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩის გამართვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა როგორც FIBA-მ, ასევე ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. ტურნირს ოთხი ქვეყანა — კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი — უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ კვიპროსთან ერთად ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ძლიერი გუნდები ელიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow