სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს შეხვდა

"24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა. სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას. სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას." - ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აპრ. 24, 2025 - 18:26
 0
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს შეხვდა

"24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა.

სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას." - ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow