სენტ ეტიენმა გადაწყვიტა - კიდევ რომელი ქართველის დამატება სურს ზურიკოს გუნდს
ფრანგულმა გამოცემა But-მა დაწერა, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული სენტ ეტიენი შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს, რათა ლიგა 1-ში პირველივე ცდით დაბრუნდეს

როგორც ირკვევა, ზურიკო დავითაშვილის გუნდი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, კერძოდ გიორგი აბუაშვილს აკვირდება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის წინააღმდეგ შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
აღნიშნული დაადასტურა ყველასათვის ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, რომლის თქმითაც აბუაშვილს მომავალი სეზონიდან სწორედ საფრანგეთში უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, 22 წლის გიორგი აბუაშვილი ახლა კოლხეთის ფეხბურთელი გახლავთ და მიმდინარე ეროვნული ლიგის 18 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
What's Your Reaction?






