ილიასი ეშინიათ? - ისლამ მახაჩევი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

ახლახანს რუსი მებრძოლის მწვრთნელმა ისიც კი დააანონსა, რომ ისლამ მახაჩევი მალე კარიერას დაასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 33 წლის გახლავთ

ივნ. 18, 2025 - 22:57
 0
ილიასი ეშინიათ? - ისლამ მახაჩევი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ერთი წონით მაღლა გადაინაცვლა, ქართველი მებრძოლი ბევრს საუბრობს ისლამ მახაჩევთან სამომავლო დაპირისპირებაზე, რასაც არც ისე დიდი ენთუზიაზმით ხვდება თავად მახაჩევი.

სხვათა შორის, ახლახანს რუსი მებრძოლის მწვრთნელმა ისიც კი დააანონსა, რომ ისლამ მახაჩევი მალე კარიერას დაასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 33 წლის გახლავთ.

ისლამს კარიერის დასრულებამდე დაახლოებით სამიოდე ბრძოლაღა დარჩა. რატომ შევიცვალეთ წონა? - ამას დიდი ხანია ვგეგმავდით და ილია თოფურიას გამოჩენა არაფერ შუაში არ არის.

- ამბობს ხავიერ მენდესი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow