"სიგიჟეა, რომ დვალიშვილთან ამ დროს იჩხუბა" - რას იხსენებს ჯო როგანი ომალიზე

ჯო როგანს მიაჩნია, რომ ომალიმ შეცდომა დაუშვა

მაი. 12, 2025 - 17:57
 0
"სიგიჟეა, რომ დვალიშვილთან ამ დროს იჩხუბა" - რას იხსენებს ჯო როგანი ომალიზე
UFC-ის კომენტატორ და ცნობილ პოდკასტერ ჯო როგანს მიაჩნია, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის პირველი ბრძოლა ამერიკელისთვის არასწორ დროს გაიმართა.

იმ პერიოდში ომალის მენჯის ტრავმა აწუხებდა. სიგიჟეა, რომ ასეთი დაზიანების ფონზე დვალიშვილთან ბრძოლას მაინც დათანხმდა. მიუხედავად ამისა, მისი მესმის. მას ეგონა, რომ დვალიშვილს მაინც გაუმკლავდებოდა, რადგან ჩემპიონები სწორედ ასე აზროვნებენ.

- თქვა როგანმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-ომალი 2 რამდენიმე კვირაში გაიმართება და ტიტულს ამჯერად ქართველი დაიცავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow