ხორვატის ახალი ნაბიჯი - მოდრიჩი ბრიტანული კლუბის თანამფლობელი გახდა

ხორვატის ახალი ნაბიჯი - მოდრიჩი ბრიტანული კლუბის თანამფლობელი გახდა

აპრ. 15, 2025 - 01:27
 0
ხორვატის ახალი ნაბიჯი - მოდრიჩი ბრიტანული კლუბის თანამფლობელი გახდა
მადრიდის „რეალის“ შუახაზელი ლუკა მოდრიჩი უელსური კლუბის, „სუონსი სიტის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა. 39 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა გუნდის აქციების ნაწილი შეიძინა.

მოდრიჩი შეუერთდა კლუბის ამერიკელ ინვესტორებს — ენდი კოულმენს, ბრეტ კრავატს, ნაიჯელ მორისს და ჯეისონ კოენს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, ცნობილია, რომ ფეხბურთელი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას გეგმავს კლუბის სტრატეგიულ განვითარებაში.

კლუბი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, პლეი ოფის ზონამდე კი 8 ქულა აშორებს. კლუბის გენერალური დირექტორის, ტომ გორინჯის განცხადებით, მოდრიჩის დიდი გამოცდილება და პროფესიონალური ხედვა გუნდის განვითარებისთვის მეტად ფასეული იქნება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ახალი საქმიანობის მიუხედავად, მოდრიჩი აგრძელებს კარიერას "რეალში" და სურს, მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი მოქმედი კონტრაქტი ესპანურ კლუბთან ზაფხულში იწურება, თუმცა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ იგი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow