სიტიმ იუვენტუსი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაასრულა

სიტიმ იუვენტუსი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი იდეალურად დაასრულა

ივნ. 27, 2025 - 02:57
 0
სიტიმ იუვენტუსი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაასრულა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ იტალიური გრანდი იუვენტუსი ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაუმარცხებლად დაიკავა.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით, მანჩესტერ სიტი გადადის მერვედფინალში, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან "რეალ მადრიდი", "ზალცბურგი" ან "ალ-ჰილალი" — ყველა ეს გუნდი თავის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", მეორე პოზიციაზე გასვლის გამო, ტურინული კლუბი აუცილებლად ჯგუფის ლიდერს შეხვდება — შესაძლებელია, მეტოქე იყოს "ატლეტიკო მადრიდი", "ფლამენგო" ან "პარი სენ-ჟერმენი".

მერვედფინალური ეტაპი 29 ივნისიდან დაიწყება. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გადადის გადამწყვეტ ფაზაში, სადაც თითოეულ მატჩს ფინალის ფასი ექნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow