სიტის მომავალი ვარსკვლავი - გვარდიოლას განსაკუთრებული შეფასება ლუისზე
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ახალგაზრდა ფეხბურთელი რიკო ლუისი კიდევ ერთხელ გამოარჩია და განსაკუთრებულად შეაქო...

„რიკო პატარა სივრცეებში შესანიშნავად მოძრაობს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“, — აღნიშნა გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
გარდა მოძრაობისა, ესპანელმა სპეციალისტმა ლუისის ტექნიკურ მხარეებსაც გაუსვა ხაზი: „მისი ბურთის მიღება, კონტროლი და თამაშის რიტმი მართლაც შესანიშნავია“.
20 წლის ინგლისელი „სიტის“ აკადემიის აღზრდილია და ბოლო სეზონებში გუარდიოლას ტაქტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
What's Your Reaction?






