ისტორიული კონტრაქტი: ანჩელოტი სელესაოს სათავეში ზაფხულში ჩაუდგება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, 2025 წლის ივნისიდან ბრაზილიის...

გარიგების ამოქმედებისთანავე ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ნაკრების მწვრთნელად იქცევა. მისი კონტრაქტი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ფორმალურ დეტალებზე გადადის – ამ ეტაპზე მხარეები სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაზე მუშაობენ.
ანჩელოტი ამჟამად მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელია და გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. შემდეგ კი ის ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში.
ბრაზილიის ფედერაცია დიდი ხანია იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის სურვილს არ მალავდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა.
What's Your Reaction?






