სკანდალი პოლონეთის ნაკრებში - ლევანდოვსკი მწვრთნელს დაუპირისპირდა

რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვეტილება მიიღო — პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დროებით ემშვიდობება. როგორც 36 წლის თავდამსხმელმა განაცხადა...

ივნ. 9, 2025 - 16:27
 0
სკანდალი პოლონეთის ნაკრებში - ლევანდოვსკი მწვრთნელს დაუპირისპირდა
რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვეტილება მიიღო — პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დროებით ემშვიდობება. როგორც 36 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, ნაკრებში მანამდე აღარ ითამაშებს, სანამ მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიეჟია.

ფეხბურთელმა მიზეზად მწვრთნელისადმი ნდობის დაკარგვა დაასახელა:

მიმდინარე სიტუაციისა და ნდობის ნაკლებობის გამო, გადავწყვიტე, ნაკრები დავტოვო. ვიმედოვნებ, მომავალში კვლავ ვითამაშებ პოლონელი გულშემატკივრების წინაშე,“ — დაწერა ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში.

კონფლიქტი მწვრთნელის გადაწყვეტილებას უკავშირდება — პრობიეჟმა ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და მისი შემცვლელად პიოტრ ჟიელინსკი დაასახელა. ცვლილება ოფიციალურად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

ლევანდოვსკის ანგარიშზე ნაკრებში 158 მატჩში გატანილი 85 გოლია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow