სტუდენტების საინფორმაციო ტური კაბადოკიაში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საინფორმაციო ტურით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სტუდენტები კაბადოკიის ტურისტულ პოტენციალსა და იქ არსებულ უნივერსიტეტებში ტურიზმის ფაკულტეტის სასწავლო პროცესს გაეცნენ. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და დააგემოვნეს კაბადოკიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გასტრონომიული მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კერძები. გაიმართა ასევე ოფიციალურ შეხვედრები ადგილობრივი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. საინფორმაციო ტური კაბადოკიაში კომპანია „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით გამართა. ტურში ტურიზმის გამოფენის მონაწილე სტუდენტები მოხვდნენ, რომელსაც ბათუმმა მაისში უმასპინძლა. საინფორმაციო ტურის ფარგლებში 40-მა სტუდენტმა კაბადოკიის ღირშესანიშნავი ადგილები და ისინი იმყოფებოდნენ ასევე ორდუს კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრში, სადაც ეთნიკურ ქართველებს, ჩვენებურებს შეხვდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საინფორმაციო ტურით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სტუდენტები კაბადოკიის ტურისტულ პოტენციალსა და იქ არსებულ უნივერსიტეტებში ტურიზმის ფაკულტეტის სასწავლო პროცესს გაეცნენ.
დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და დააგემოვნეს კაბადოკიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გასტრონომიული მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კერძები. გაიმართა ასევე ოფიციალურ შეხვედრები ადგილობრივი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. საინფორმაციო ტური კაბადოკიაში კომპანია „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით გამართა. ტურში ტურიზმის გამოფენის მონაწილე სტუდენტები მოხვდნენ, რომელსაც ბათუმმა მაისში უმასპინძლა.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში 40-მა სტუდენტმა კაბადოკიის ღირშესანიშნავი ადგილები და ისინი იმყოფებოდნენ ასევე ორდუს კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრში, სადაც ეთნიკურ ქართველებს, ჩვენებურებს შეხვდნენ.
What's Your Reaction?






