,,ეს არის ვანოს გარდაცვალების ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, სხვა განცხადება არის ტყუილი!” – გიორგი ფარცვანია
უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია მისი თანამებრძოლისა და მეგობრის, ვანო ნადირაძის მოულოდნელი გარდაცვალების სამედიცინო საექსპერტო დასკვნას აქვეყნებს და წერს: ,,ბევრი ჭორი, კითხვა და ათასგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი ძმის ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამიტომ, პირველ რიგში, გთხოვთ, შეეშვათ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, რითიც ყველაზე მნიშვნელოვანს, ოჯახს ტკენთ, ჩვენც მის საძმოს, სამეგობროს და ვნებთ იმ მთავარ საქმესაც, რასაც […] The post ,,ეს არის ვანოს გარდაცვალების ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, სხვა განცხადება არის ტყუილი!” – გიორგი ფარცვანია appeared first on .

უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია მისი თანამებრძოლისა და მეგობრის, ვანო ნადირაძის მოულოდნელი გარდაცვალების სამედიცინო საექსპერტო დასკვნას აქვეყნებს და წერს:
,,ბევრი ჭორი, კითხვა და ათასგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი ძმის ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამიტომ, პირველ რიგში, გთხოვთ, შეეშვათ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, რითიც ყველაზე მნიშვნელოვანს, ოჯახს ტკენთ, ჩვენც მის საძმოს, სამეგობროს და ვნებთ იმ მთავარ საქმესაც, რასაც ვანო მთელი ცხოვრება ემსახურა.
ეს არის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა. დასკვნის თანახმად, ჩვენი ძმა ვანიჩკა გარდაიცვალა გულის შეტევით. სხვა ყველა პოსტი, კომენტარი თუ განცხდება არის ტყუილი!!! ტყუილი, რომელიც მხოლოდ მტერს გაახარებს და ჩირქს მოსცხებს იმ ბრძოლას, რომელსაც ვანომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავის ძმებთან ერთად!!! დახურეთ ეს საკითხი – სხვა არანაირ კომენტარს და პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ესაა ოფიციალური პასუხი და ყველა კითხვა უნდა დაიხუროს!!!
ვანოს უკან დგას მისი სახელი, ოჯახი, ჩვენ მისი ძმები, ქართველები, უკრაინელები, ჩეჩნები, მისი სამსახური და გულხერდაკრეფილი არავინ იჯდა და იჯდება – მიიღეთ ეს პასუხად, მათ, ვინც უმრავი ათასგვარი გადაუმწომებელი ვერსია გაავრცელეთ!!!
ხვალ ჩვენს ძმას ვანოს ჩვენი და მისი ძმები უკრაინიდან სამშობლოში ღირსეულად გამოაცილებენ. ამიტომ, ვისაც გული დაგწყდათ, ვინც განიცადეთ, ვისაც გინდათ პატივი მიაგოთ მის ხსოვნას, 28-ში 17:50-ზე თბილისის აეროპორტში, ლასარეს ტერმინალში მოდით და ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს ძმას, ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
სიკვდილი მტერს!”
The post ,,ეს არის ვანოს გარდაცვალების ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, სხვა განცხადება არის ტყუილი!” – გიორგი ფარცვანია appeared first on .
What's Your Reaction?






