"სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე" - კვარა პარიზის მთავარ თვისებაზე საუბრობს

რა მიაჩნია კვარას პსჟ-ის უმთავრეს სიძლიერედ

ივლ. 9, 2025 - 18:27
 0
"სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე" - კვარა პარიზის მთავარ თვისებაზე საუბრობს
დღეს, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში თავისი ოცნების კლუბს, მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

იქამდე გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელის კომენტარს, რომელიც პსჟ-ის უმთავრეს თვისებას და სიძლიერის არსს გვიმხელს:

ალიან გვიხარია, რომ ერთად ვართ და ვცდილობთ, გუნდურად ვითამაშოთ. ერთად კარგად ვართ მოედანზეც და მოედნის მიღმა. ოჯახივით ვართ და ყოველი წამით ვტკბებით. ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული, რადგან გუნდი ვართ და ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით. მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან კარგ ტაქტიკურ დავალებებს და სტიმულს გვაძლევს. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია და მისთვის მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ.

- თქვა კვარამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow