„ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს…“ – ცნობილია, როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში

22 მაისიდან საქართველოში ყველგან გამოიდარებს, ტემპერატურა +30 გრადუსთან ახლოს იმერყევებს და ხანგრძლივად გვექნება მზიანი დღეები, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს. „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, გვიანი გაზაფხული ცდილობს, გარდაიქმნას თბილ, სტაბილურ დღეებად, რომელსაც ბევრი ელოდება. ანტიციკლონი წელს განსაკუთრებით მორცხვი იყო ჩვენი ქვეყნის დაპყრობის საკითხში, ამიტომაც ხშირად არამდგრადი და გრილი პერიოდები გვქონდა. თუმცა, ნელ-ნელა მაინც […] The post „ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს…“ – ცნობილია, როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში appeared first on .

მაი. 21, 2025 - 10:57
 0
„ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს…“ – ცნობილია, როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში

22 მაისიდან საქართველოში ყველგან გამოიდარებს, ტემპერატურა +30 გრადუსთან ახლოს იმერყევებს და ხანგრძლივად გვექნება მზიანი დღეები, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

„გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, გვიანი გაზაფხული ცდილობს, გარდაიქმნას თბილ, სტაბილურ დღეებად, რომელსაც ბევრი ელოდება.

ანტიციკლონი წელს განსაკუთრებით მორცხვი იყო ჩვენი ქვეყნის დაპყრობის საკითხში, ამიტომაც ხშირად არამდგრადი და გრილი პერიოდები გვქონდა.

თუმცა, ნელ-ნელა მაინც მივიწევთ სტაბილურად მზიანი ამინდებისკენ, 22 მაისიდან საქართველოში ყველგან გამოიდარებს, ტემპერატურა +30 გრადუსთან ახლოს იმერყევებს და ხანგრძლივად გვექნება მზიანი დღეები.

თუმცა, ახალ მონაცემებს მაინც უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმის გასაგებად, იქნება თუ არა მაღალი წნევის ეს აღდგენა ნამდვილად საბოლოო თუ უბრალოდ დროებითი უკვე ივნისის დასაწყისისთვის“, – წერს მეტეოროლოგი.

The post „ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს…“ – ცნობილია, როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow