ტიბო კურტუა: "მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"

რას ამბობს კურტუა სელტასთან მოგებაზე

მაი. 4, 2025 - 23:57
 0
ტიბო კურტუა: "მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"
მადრიდის რეალმა ვიგოს სელტა ლა ლიგაში 3:2 დაამარცხა და ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეინარჩუნა.

მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი ტიბო კურტუამ შეაფასა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა:

ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე ტაიმში ხარვეზები გვქონდა. მეკარისთვის არასდროს არის სასიამოვნო 2 გოლის გაშვება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იყო.

5-იდან პირველი ფინალი მოვიგეთ, ახლა კი ელ კლასიკოს დრო მოდის. მჯერა, რომ მომდევნო 4 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ლა ლიგის მოგების კარგი შანსი გვექნება.

- თქვა ტიბომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow