დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა
დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა

დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი გამოვიდა.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე, ატაცში, ზაზა ლომთაძემ 165/ 170 / 173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო.
ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 205 / 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით მე-6 საფეხურზეა.
ლონგინოზ ბრეგვაძემ კი თავი 167 / 172 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 198 / 205 კილოგრამით მე-, 9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამით მე-7 საფეხურზეა.
What's Your Reaction?






