ჟოზე მოურინიოს ნაკრებში კვლავ ეპატიჟებიან - პორტუგალიელმა ბრაზილია უკვე უარყო
ჟოზე მოურინიოს მორიგ ნაკრებში ეპატიჟებიან - პორტუგალიელმა ბრაზილია უკვე უარყო

თურქული "ფენერბახჩეს" თავკაცი, რომელსაც გამორჩეული კარიერა და დიდი სახელი აქვს, პორტუგალიის ნაკრების შესაძლო მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განიხილება.
CNN Portugal-ის ინფორმაციით, ფედერაციის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მოურინიოს და აქტიურად განიხილავენ მის კანდიდატურას. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მარტინესმა ერთა ლიგაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზაფხულში მისი წასვლა მაინც თითქმის გადაწყვეტილად მიიჩნევა, რაც ფედერაციას ახალი ვარიანტების ძიებისკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, "განსაკუთრებულმა" ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ნაკრების შეთავაზება უარით გაისტუმრა.
What's Your Reaction?






