ტონალი დე იონგის ნაცვლად? - რას გეგმავს დეკუ

ბარსას სპორტული დირექტორი ტონალის აკვირდება

აპრ. 24, 2025 - 15:27
 0
ტონალი დე იონგის ნაცვლად? - რას გეგმავს დეკუ
ესპანურმა El Nacional-მა დაწერა, რომ ფრენკი დე იონგის ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში კლუბი ტონალის ტრანსფერზე გადაერთვება.

ნიდერლანდელ ნახევარმცველს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, კლუბში კი მის პოზიციაზე არაერთი ტალანტი გამოჩნდა, მაგალითად, ბერნალი და კასადო, რომლებიც ახლა დაშავებულები არიან, თუმცა სამომავლოდ მათზე დიდი ნდობაა გაცემული.

რაც შეეხება სანდრო ტონალის, ის ბარსელონას სპორტული დირექტორის ფავორიტია. დეკუ იტალიელი ნახევარმცველის სიტუაციას აქტიურად აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ინგლისში ზარი განხორციელდება კიდეც.

ტონალი ნიუკასლთან ერთად პრემიერ ლიგაში მშვენივრად გამოიყურება. სანდროს 3 გოლი და 2 პასი აქვს მითვლილი, მისი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow