ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - ტეო ერნანდესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - ტეო ერნანდესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არაბული გრანდი ტრანსფერის დასრულებას მომდევნო რამდენიმე დღეში გეგმავს, ხოლო საბოლოო შეთანხმება „მილანსა“ და "ალ ჰილალს" შორის მომავალი კვირის ბოლომდე უნდა შედგეს.
ცნობისთვის, ტეო ერნანდესით სერიოზულად იყო დაინტერესებული მადრიდის „ატლეტიკოც“, სადაც მცველმა კარიერა დაიწყო და ბავშვობა გაატარა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა საუდის პრო ლიგას მიანიჭა უპირატესობა — როგორც ჩანს, ფინანსურმა პირობებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ერნანდესი "როსონერის" რიგებში 2019 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 262 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 34 გოლი და მიითვალა 45 საგოლე გადაცემა, რაც მარცხენა მცველისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ტეო არა მხოლოდ დაცვითი სიძლიერით, არამედ შეტევაში აქტიური ჩართვებითაც გამოირჩეოდა და "მილანში" მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
მოსალოდნელია, რომ ერნანდესი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მცველად იქცევა საუდის არაბეთში, სადაც ბოლო წლებში უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გადავიდა. თუ გარიგება დასრულდა, "ალ-ჰილალი" თავის შემადგენლობას კიდევ ერთ ევროპული დონის ვარსკვლავს შემატებს.
What's Your Reaction?






