დიეგო სიმეონემ კვარაცხელია გამოარჩია - რა თქვა ატლეტიკოს მწვრთნელმა ქართველზე

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შეხვედრაში „პარის სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დამაჯერებლად...

ივნ. 16, 2025 - 14:27
 0
დიეგო სიმეონემ კვარაცხელია გამოარჩია - რა თქვა ატლეტიკოს მწვრთნელმა ქართველზე
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შეხვედრაში „პარის სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. ეს მარცხი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მატჩის შემდეგ „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ გულახდილი კომენტარი გააკეთა.

პსჟ-ს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ლუის ენრიკემ ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდა და სწრაფადვე იმოქმედა. მათ 70 მილიონი გადაიხადეს კვარაცხელიაში — რაც ნათლად მიუთითებს, რომ გამარჯვებისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამენ“, — თქვა სიმეონემ მედიასთან საუბარში.

ამ დონის ტურნირზე გამარჯვებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა — საჭიროა მოქმედება, სისტემა და თავდადება. პსჟ ეს ყველაფერი ჰქონდა და შედეგიც შესაბამისად მივიღეთ“, — დასძინა მან.

არგენტინელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ის წარმატება არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, არამედ გუნდის სტრუქტურასა და მიზანმიმართულ მოქმედებაში აისახა: „ისინი ყოველთვის კარგად თამაშობდნენ, დღეს კი ეს შესანიშნავად დაამტკიცეს“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow