დემბელეს ახალი კონტრაქტი - პსჟ ლიდერს ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობს
„პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს, კონტრაქტი გაახანგრძლივოს 28 წლის ფრანგ შემტევთან, უსმან დემბელესთან, რომელიც ამჟამად 2028 წლის...

პარიზელები ფეხბურთელს ახალ შეთანხმებას სთავაზობენ, რომელიც არსებულზე მომგებიანია — საუბარია სეზონურ ანაზღაურებაზე, რომელიც თითქმის გაორმაგდება და 35 მილიონ ევროს მიაღწევს.
დემბელეს მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავი გამოსდის: მან 49 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღნიშნული სტატისტიკა მას „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცევს.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის შეფასებით 90 მილიონ ევროს შეადგენს.
What's Your Reaction?






