უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილი მე-7 ჩოგანს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მთავარ ბადეში იასპარეზებს და უკვე ცნობილია მისი პირველი მეტოქეც....

მათ შორის დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
ბასილაშვილმა მთავარი ბადისკენ მიმავალი გზა წარმატებით გაიარა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მან არგენტინელი ხუან პაბლო ფიცოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა – 1:6, 7:5, 6:2, 6:1.
უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება 30 ივნისს იწყება და 13 ივლისს დასრულდება. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს დიდ ასპარეზზე დაბრუნების კარგი შესაძლებლობაა.
What's Your Reaction?






