უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირისგან სომხეთისთვის €10 მლნ-იან სამხედრო დახმარებას
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის მიერ სომხეთისათვის დამატებით 10 მილიონი ევროს (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის) მოცულობის „არალეტალური“ სამხედრო დახმარების გამოყოფას, რაც ევროპული მშვიდობის ფონდის გავლით არის დაგეგმილი. წინადადება სომხეთის დახმარების შესახებ ამ წლის დასაწყისში წამოაყენა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა. დახმარების გამოყოფას სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი – […]


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის მიერ სომხეთისათვის დამატებით 10 მილიონი ევროს (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის) მოცულობის „არალეტალური“ სამხედრო დახმარების გამოყოფას, რაც ევროპული მშვიდობის ფონდის გავლით არის დაგეგმილი.
წინადადება სომხეთის დახმარების შესახებ ამ წლის დასაწყისში წამოაყენა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
დახმარების გამოყოფას სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი – 27-ვე ქვეყნის თანხმობა.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკავშირის 26 ქვეყანა ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა უნგრეთი – რომლის ლიდერი ვიქტორ ორბანიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოკავშირეა – წინააღმდეგ წავიდა.
ამავე წყაროს ცნობით, ბუდაპეშტმა წინადადების ბლოკირების შესახებ განცხადება გააკეთა ორშაბათს, 14 აპრილსაც ლუქსემბურში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. წყაროს ცნობით, პროგრესი ჯერ არ არის მიღწეული.
სომხეთმა ევროკავშირისგან სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი 2024 წლის ივლისში მიიღო 10 მილიონი ევროს ოდენობით. თანხა გაცემიდან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში დაიხარჯება საველე ჰოსპიტალისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის.
უნგრეთი შარშანაც ბლოკავდა ამ ინიციატივას, სანაცვლოდ კი ითხოვდა, რომ ევროპული მშვიდობის ფონდიდან მსგავსი დაფინანსება აზერბაიჯანსაც მიეღო.
საბოლოოდ, მედიის ცნობით, ბუდაპეშტმა ვეტოზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა პირობა დადო რომ აზერბაიჯანში განაღმვით სამუშაოებს სხვა წყაროებიდან დააფინანსებდა.
ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უნგრეთი ღიად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს მხარდაჭერა დაადასტურა 2020 წლის ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ.
2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და აზერბაიჯანი უნგრეთთან ერთად მჭიდროდ მუშაობენ ახალ პროექტზე – შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობაზე. აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.
უნგრეთმა და აზერბაიჯანმა 2023 წლის იანვარში მათი ორმხრივი ურთიერთობა ახალ საფუხერზე აიყვანეს „გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის“ გაფორმებით.
ფორუმი
What's Your Reaction?






