უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები გამკაცრდა
მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა […] The post უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები გამკაცრდა appeared first on .

მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა.
2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.
შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.
ამავე ბრძანების მიხედვით, 750 000 ლარიანი ზღვარი გარკვეულ შემთხვევებში არ მოქმედებს. მაგალითად:
თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;
თუ სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;
თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში და სხვა“.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ამავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.
The post უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები გამკაცრდა appeared first on .
What's Your Reaction?






