ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციისა და ტურიზმის, აგრეთვე ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს. აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.

ივლ. 23, 2025 - 21:57
 0
ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციისა და ტურიზმის, აგრეთვე ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს.

აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow