თეა წულუკიანი: არ ვიცი, გლობალური ომის პარტიის წევრები ვინ არიან (ვიდეო)

 თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები. ამის შესახებ “ქართული ოცნების” კულტურის მინისტრმა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა. წულუკიანის თქმით, მას კი არ სჯერა, მან იცის, რომ გარე ძალები არსებობს, რომლებიც საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ. რა არის გლობალური ომის პარტია? მომიყევით ამაზე.  – დღეს მწარე რეალობაა, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები, […]

ივლ. 24, 2025 - 04:57
 0
თეა წულუკიანი: არ ვიცი, გლობალური ომის პარტიის წევრები ვინ არიან (ვიდეო)



აცხადებს, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” კულტურის მინისტრმა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას კი არ სჯერა, მან იცის, რომ გარე ძალები არსებობს, რომლებიც საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.

რა არის გლობალური ომის პარტია? მომიყევით ამაზე. 

– დღეს მწარე რეალობაა, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები, ოლიგარქები ცდილობდნენ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ საქართველოში.

ვინ არიან ამ გლობალურ ომის პარტიაში, ვინ არიან ეს ძალები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში?

– მე პირადად არ ვიცნობ მათ.

როგორ არის მთავრობა ასე დარწმუნებული მათ არსებობაში, როცა არც იციან ვინ არიან?

– მე არ შემიძლია ამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის რანგში კითხვებზე პასუხის გაცემა, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოება არ დავაზიანო.

და თქვენ გჯერათ, რომ არიან ძალები…

– მე არ მჯერა, ვიცი. 

თქვენ იცით, რომ გარე ძალები ცდილობდნენ საქართველოს ს წინააღმდეგ ომში ჩართვას?

– ისინი არ ცდილობდნენ. ისინი კატეგორიულად გვთხოვდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow