უწყვეტი პროევროპული აქციების 150-ე დღესთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების 150-ე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აშშ-ს ჰელსინკის კომისია. ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ეს პროტესტი ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებისა მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები, ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნება” უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. “ხვალ ქართველი ხალხის უწყვეტი მშვიდობიანი […]

აპრ. 25, 2025 - 21:57
 0
უწყვეტი პროევროპული აქციების 150-ე დღესთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების 150-ე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს -ს ჰელსინკის კომისია. ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ეს პროტესტი ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებისა მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები, ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნება” უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს.
“ხვალ ქართველი ხალხის უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციების 150 დღე შესრულდება – არაჩვეულებრივი გამოხატულება ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებისა მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველ ხალხის გვერდით მაშინ, როცა ისინი უარს ამბობენ დაუთმონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს. “ქართული ოცნება” ძალაუფლება ეჭიდება იმით, რომ უარყოფს ქართველი ხალხის იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც ძვირფასია დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ხმის ჩახშობით, “ქართული ოცნება” ახდენს საკუთარი ქვეყნის იზოლირებას ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს სწირავს სამომავლო რეპრესიებისთვის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიც არიან , ჩინეთი და ირანი. ოდესღაც, საქართველოს დემოკრატიული სულისკვეთება მას იმედის შუქურად აქცევდა რეგიონში. თუ საქართველო გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ ამ გზას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც იყო მტკიცედ ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. გარდა ამისა, თავისუფლებისთვის ბრძოლის ათწლეულების შემდეგ, ჩვენ ვტოვებთ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ. ჩვენ მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შემოგვიერთდნენ ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული სა და ყველა პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა იქნება არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებისა და ოცნებებს ღალატი, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას”, – აცხადებენ ჰელსინკის კომისიაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· როჯერ ვიკერი – თავმჯდომარე (რესპუბლიკური პარტია);
· ჯო უილსონი – თანათავმჯდომარე (რესპუბლიკური პარტია);
· შელდონ უაითჰაუსი – წევრი (დემოკრატიული პარტია);
· სტივ კოენი – წევრი (დემოკრატიული პარტია);
· რიჩარდ ჰუდსონი – წარმომდგენელი (რესპუბლიკური პარტია);
· ჯონ კორნი – წარმომადგენელი (რესპუბლიკური პარტია).
ხვალ, 26 აპრილს, წყვეტი პროევროპული აქციების 150-ე დღეს, დიდუბის მეტროდან პროკურატურამდე გაიმართება თავისუფლების მარში გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow