ფასი დასახელდა - ემპოლი საბა გოგლიჩიძეს ნოტინგემ ფორესტში უშვებს?
Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ლიგაში დაქვეითებული ემპოლი მზადაა, რომ საბა გოგლიჩიძე გაყიდოს

ქართველი მცველით ინგლისიდან ნოტინგემ ფორესტია დაინტერესებული, რომელიც 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა იტალიური კლუბი ოდნავ მეტს ითხოვს.
იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები 2 მილიონი ევროთი მეტს გადაიხდიან, მაშინ ემპოლი ტრანსფერს ხელს მოაწერს და საბას პრემიერ ლიგაში უპრობლემოდ გაუშვებს.
თავის მხრივ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 წლის ქართველ მცველს წინადადებები იტალიიდანაც აქვს. მაგალითად, საბათი პარმაა დაინტერესებული, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არაერთ კლუბთან მოუწევს.
What's Your Reaction?






