ფოთელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ფოთელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კოლხეთი 1913 1:0 თელავი
ფოთელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს და მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლეს.
კვლავ გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. კოლხეთი 1913-ს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 გოლი მოუგროვდა და აქედან 5 გიორგიმ მიითვალა.
გოლზე: აბუაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და ფოთელთა განელმა მცველმა ებენეზერ კპოზომ ხელით ითამაშა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე ნახა მომენტი და პენალტი დანიშნა. აბუაშვილმაც ზუსტად დაარტყა და 1:0.
თელავს ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუტანია.
სამგურალი 0:0 დინამო თბ
წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში დაძაბული თამაში გაიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ბოლო ფაზაში გოლამდე ცოტა აკლდებოდათ. ნოდარ ყალიჩავამ და სტეფან სიკაჩმაც მოიგერიეს რთული ბურთები.
მეორე ტაიმში, არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ სამგურალის კარში პენალტი დანიშნა და VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. ფერნანდო ბულისა და თორნიკე მორჩილაძის ორთაბრძოლას მოჰყვა ეს ამბები.
დინამო თბილისი მეოთხე ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს მეხუტეადგილოსან სამგურალს.
დინამო ბთ 1:1 გარეჯი
დინამო ბათუმმა შინ ფრედ ითამაშა ბოლოადგილოსან საგარეჯოს გარეჯთან.
მასპინძლები იგებდნენ ჯალენ ბლესას გოლით. ლუკა წულუკიძემ კუთხური ჩააწოდა, ბურთს ყველა ასცდა და შორეულ ძელთან დასწრებაზე იმარჯვა ბლესამ. ეს მისი მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში და ამ მხრივ პირველზეა...
76-ე წუთზე კი გარეჯმა პენალტით გაათანაბრა. ვახო ბედოშვილი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი ლევან პაპავამ ზუსტად შეასრულა - 1:1.
დინამო ბათუმს წაგება არ აქვს, მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.
erovnuliliga
What's Your Reaction?






