ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩებს გამართავს

მაი. 22, 2025 - 23:57
 0
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩებს გამართავს.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, 3 ივნისს კი, მიხელ მესხი 2-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. ჩვენი გუნდის განაცხადში 24 ფეხბურთელია. ყვითელი ბარათების გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი) თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი)

მატჩების განრიგი:

30 მაისი | ანდორა - საქართველო | 21:00
3 ივნისი | საქართველო - კვიპროსი | 21:00

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow