პირობა ვერ შეასრულა - დანა უაითის კომენტარი ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე

UFC 314-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დენა უაითს ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე ჰკითხეს...

აპრ. 13, 2025 - 13:26
 0
პირობა ვერ შეასრულა - დანა უაითის კომენტარი ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე
UFC 314-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დენა უაითს ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე ჰკითხეს.

"ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მუშაობას ვაგრძელებთ... ილია თოფურია ორგანიზაციისთვის უდიდესი ვარსკვლავი და რამე დაგეგმილი რომ გვქონოდა, უკვე გამოვაცხადებდით", - განაცხადა უაითმა.

არადა, ორიოდე კვირის წინ დანა უაითმა ასეთი რამ თქვა: "კარგად ვიცით რამდენად დიდი ინტერესია ილიასთან დაკავშირებით - მომეცით კიდევ ერთი კვირა და დიდი ალბათობით ყველაფერი გაირკვევა".

თავის მხრივ, ქართველი მებრძოლი მხოლოდ ორი პოტენციური მეტოქისთვის: ისლამ მახაჩევისთვის და ჩარლ ოლივეირასთვის ემზადება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow