"ქამარი რომც წამართვათ, ამას მაინც არ ვიზამ" - თოფურიას განცხადება

მთავარი დაპირისპირება UFC-ის მსუბუქ წონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემაა ბოლო დროს – ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს...

ივლ. 24, 2025 - 14:57
 0
"ქამარი რომც წამართვათ, ამას მაინც არ ვიზამ" - თოფურიას განცხადება
მთავარი დაპირისპირება UFC-ის მსუბუქ წონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემაა ბოლო დროს – ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის დაძაბული ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონობა მოიპოვა, ცარუკიანისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ დივიზიონში მისთვის გზა სერიოზულად გართულდა.

თოფურიას თქმით, ცარუკიანთან ტიტულისთვის ბრძოლას არ აპირებს და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ისეთ მეტოქესთან ჩხუბი, ვინც წვრთნის ბოლო ეტაპზე ტრავმებს იმიზეზებს. ილია მიიჩნევს, რომ სომეხი მებრძოლი არასანდოა და ასეთი რისკის გაწევა არ ღირს.

"ცარუკიანთან დაპირისპირებას არ ვგეგმავ, თუნდაც ეს ქამრის ფასად დამიჯდეს," – ამბობს თოფურია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow