ქოჩორაშვილის სპორტინგმა თასი წააგო - რა შეფასება დაუწერეს გიორგის
გუშინ გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგმა პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის ბენფიკასთან მინიმალური სხვაობით, 0:1 წააგო

ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მატჩში 69-ე წუთზე ჩაერთო და ოფიციალური დებიუტიც სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდა.
საბოლოო ჯამში ქოჩორაშვილს 6.0 სარეიტინგო ქულა დაუწერეს და მისი ლისაბონური კარიერა ტიტულის დაკარგვით დაიწყო, თუმცა, ცხადია, რომ ჯერ ყველაფერი წინაა.
What's Your Reaction?






