სპაერის მწვრთნელი: "ჩვენთან შედარებით გიგანტებს ვეთამაშეთ"

გუშინ სპაერმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ვენის აუსტრიასთან საშინაო კედლებში 0:5 წააგო და ევროთასებზე გასვლას დაემშვიდობა

აგვ. 1, 2025 - 17:27
 0
სპაერის მწვრთნელი: "ჩვენთან შედარებით გიგანტებს ვეთამაშეთ"
გუშინ სპაერმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ვენის აუსტრიასთან საშინაო კედლებში 0:5 წააგო და ევროთასებზე გასვლას დაემშვიდობა.

მატჩის შემდეგ ქართული კლუბის დამრიგებელმა, ანზორ კიღურაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

დიდი გამოცდილება მივიღეთ. პირველი ტაიმის ბოლოს სამი ბურთი გავუშვით და ამან, რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი ჩამოანგრია. ჩვენთან შედარებით გიგანტ გუნდს ვეთამაშეთ და ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში გამოგვადგება.

იგრძნობოდა, რაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყველაზე მეტად გამოუცდელობა დაგვეტყო, ამ თამაშებს კარგად გავაანალიზებთ. წინა შეხვედრაში გაცილებით უფრო საფეხბურთო გარემო იყო. პირველი მატჩის შემდეგ მეტოქეზე მეტი ინფორმაცია გვქონდა, თავიდან გეგმას მივყვებოდით, მაგრამ ჩვენი შეცდომებით გაშვებულმა ბურთებმა ყველაფერი არია.

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე ვართ და ეროვნულ ლიგაში გადასვლა გვინდა. რა თქმა უნდა, 0:5 დიდი დარტყმაა, მაგრამ შევეცდები, ფეხბურთელებს ეს წნეხი მოვუხსნა. ამ ორ თამაშში მეც დიდი გამოცდილება შევიძინე და, იმედია, სასიკეთოდ გამოვიყენებ.

- თქვა კიღურაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow