შესაძლოა, კარლო ანჩელოტი მილანში დაბრუნდეს
შედგება თუ არა მილანში დიდი დაბრუნება?

როგორც იცით, იტალიელ სპეციალისტს მადრიდის რეალში კარგი პერიოდი არ უდგას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარლო თანამდებობაზე დატოვონ.
რაც შეეხება მილანს, მწვრთნელის ცვლილება აქაც თითქმის გადაწყვეტილია. ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ სერჟიო კონსეისაო გაუშვას, ანჩელოტი კი ჩანაცვლების მთავარი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ კარლო მილანში 2000-იანებში მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
What's Your Reaction?






