შოუ, რომელიც მოგვენატრა - 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები გაირკვა
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დამატებით დროში იტალია 3:2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გოლი არ დაფიქსირებულა. მეორე ნახევარი იტალიელთა სწრაფი გოლით დაიწყო, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირმა, ნიკ ვოლტემადემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მისი შესანიშნავი ასისტით ვეიპერმა წინ გაიყვანა გერმანელები.
იტალიის პრობლემები დაიწყო გაძევებებით — 81-ე წუთზე ვილფრიდ გნონტო მოედნიდან გააძევეს, 89-ზე კი ზანოტიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „სკუადრა აძურა“ ცხრა კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და 90+6-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, რაც ოვაციად მიღებული მუხტისა და ბრძოლის სულის ნიშნად იქცა.
თუმცა დამატებით დროში გერმანელებმა რიცხობრივი უპირატესობა შედეგიანად გამოიყენეს და საბოლოოდ, 3:2 იმარჯვეს.
ნახევარფინალური მატჩები 25 ივნისს შედგება, სადაც ერთმანეთს ფინალისტების ვინაობა ნიდერლანდები - ინგლისისა და საფრანგეთი -გერმანიას წყვილში გაირკვევა. შეხვედრები 20:00 და 23:00 საათებზე დაიწყება.
What's Your Reaction?






