შსს – ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე – რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს. “რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია” , – აღნიშნავენ უწყებაში. […]


გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.
“რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.
აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია” , – აღნიშნავენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სისხლი ჩანს. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერდნენ, რომ “პოლიციამ სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და წაიყვანეს განყოფილებაში”.
What's Your Reaction?






