სარფში 212 152 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც 2 კაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფი”-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება სისხლის […] The post სარფში 212 152 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი appeared first on .

მაი. 20, 2025 - 10:27
 0
სარფში 212 152 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც 2 კაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფი”-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

The post სარფში 212 152 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow