ჩინეთის საბავშვო ბაღში 233 ბავშვი მოიწამლა ტოქსიკური საღებავით გაფორმებული საჭმლით
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტიანშუის საბავშვო ბაღში 200-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რადგან მზარეულებმა საკვების გასაფორმებლად საჭმელად უვარგისი საღებავი გამოიყენეს. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია რვა ადამიანი, მათ შორის, ბაღის დირექტორი. ტესტებმა აჩვენა, რომ საბავშვო ბაღიდან აღებულ საკვების ნიმუშებში ტყვიის დონე 2000-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. სისხლში ტყვიის მომატებული დონე სულ 233 ბავშვს აღმოაჩნდა. პოლიცია აცხადებს, […]


ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტიანშუის საბავშვო ბაღში 200-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რადგან მზარეულებმა საკვების გასაფორმებლად საჭმელად უვარგისი საღებავი გამოიყენეს. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია რვა ადამიანი, მათ შორის, ბაღის დირექტორი.
ტესტებმა აჩვენა, რომ საბავშვო ბაღიდან აღებულ საკვების ნიმუშებში ტყვიის დონე 2000-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. სისხლში ტყვიის მომატებული დონე სულ 233 ბავშვს აღმოაჩნდა.
პოლიცია აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა სამზარეულოს პერსონალს საღებავის ონლაინ შეძენა სთხოვა და რომ საღებავზე აშკარად იყო მითითებული, რომ ის საკვებად უვარგისი იყო.
უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ამ საღებავს საკვებში. რამდენიმე მშობელმა ჩინეთის სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ მათი შვილები მუცლისა და ფეხების ტკივილს და მადის დაქვეითებას მარტიდან უჩივიან.
ფორუმი
What's Your Reaction?






